“15 მაისი უნდა იყოს ყველა გაბრაზებული, იმედგაცრუებული ადამიანის ერთად დგომის დღე”

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი გიგი უგალავა თბილისში დაგეგმილი, 15 მაისის აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმს მხოლოდ ერთობით დაამარცხებენ.
"15 მაისი უნდა გახდეს ერთობის დღე. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ერთობაზე, მის გამოწვევაზე, პრობლემებზე, ერთობის სახელით ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის ამ სიტყვის რეალური ფასი. ეს არ არის სადღეგრძელო. 15 მაისი უნდა იყოს ყველა გაბრაზებული, იმედგაცრუებული ადამიანის ერთად დგომის დღე. როგორ უნდა მივიდეთ ამ დღემდე? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთობის ახალი საფუძვლები, ყოველდღე, როგორც ქოთნის ყვავილი, ისე უნდა ვრწყათ და ახალი შტრიხები შემოვიტანოთ, ახალი საფუძვლები მივცეთ ერთობას, იმიტომ რომ ყველა ვთანხმდებით: ამ რეჟიმს მოერება მხოლოდ ერთობა", – განაცხადა უგულავამ.
თაგები:





