
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი გიორგი ხაბურზანია აცხადებს, რომ 15 მაისის აქცია რაც შეიძლება მასშტაბური უნდა იყოს, რათა ხელისუფლებამ ხალხის ძალა დაინახოს.
მისი განმარტებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი რეგიონებში გასვლა, რომ აქციაზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს.
"მნიშველოვანია მხარდამჭერებს ვესაუბროთ კონკრეტული დღის გეგმაზე, რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, რამდენი უნდა ჩამოვიდეთ, რითი უნდა ჩამოვიდეთ, რამდენი დღე გაგრძელდება, თუ რამდენი საათი ხომ? ვაპირებთ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს პირველ რიგში, როგორ უნდა ისაუბრონ ხალხში, როგორ უნდა მოუწოდონ და რამდენი უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ.
ჩვენი გზავნილი არის ის, 15 მაისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს, იმიტომ რომ ხალხის ძალით შეგვიძლია მხოლოდ მივაღწიოთ შედეგს", – განაცხადა ხაბურზანიამ.
პირველ შეხვედრას ოპოზიციური პარტიები, დღეს, კახეთში გამართავენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს