“15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში”

ავტორი
Front News საქართველო
15 მარტი ქართული არტილერიის დღედ აღინიშნება. დღევანდელი დღის აღსანიშნავად და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ირაკლი ბერაიამ ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ქართული არტილერიის დღეს. ჩვენ ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. 15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა, არტილერისტებმა უკუ აგდეს რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი მასირებული შეტევა, სადაც ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ სეპარატისტული ბანდ ფორმირებები და დაქირავებული „ბოევიკები", არამედ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებიც. ქართულ არტილერიას მნიშვნელობანი როლი აკისრია ქვეყნის თავდაცვაში, ის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს არტილერიას და წარმატებები ვუსურვო საქართველოს თავდაცვის ძალებს", – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე და სამხედრო ვეტერანები დაესწრნენ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


