15 მარტიდან თბილისში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით შეიცვლება


ავტორი
Front News საქართველო
15 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N32, N43, N46, N52, N70, N72, N79, N94, N121 და N345 საავტობუსე ხაზებზე.
დედაქალაქის ავტოპარკი ჯამში 597 ავტობუსით განახლდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს