Logo

15 საარტილერიო სისტემა, 32 დრონი, 470 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
270
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 207 910 (+470) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.05.2023-მდე: ტანკები – 3802 (+0), ჯავშანტექნიკა – 7472 (+3), საარტილერიო სისტემები – 3460 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 575 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 333 (+1), თვითმფრინავი – 313 (+0), ვერტმფრენები – 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3124 (+32), ფრთოსანი რაკეტები – 1107 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6230 (+11), სპეციალური ტექნიკა – 454 (+0).

Advertisement