“15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე, 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, მაშველები არ ჰყავთ”


ავტორი
Front News საქართველო
“ლელო საქართველოსთვის” წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო 15-20 წუთში მივიდა, მაშველები კი ადგილზე არ იყვნენ.
“15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.
შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს.
ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!
ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით…
მაპატიეთ ასეთი, ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი…
ეს ქვეყანა არის უპატრონო!
მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი”, – წერს ჩერქეზიშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fncherkezishvili%2Fposts%2Fpfbid02CiAKDkMvQSZtsFiLiSNHpV6cpTubGoP235hH1PW1FvdwvhcY7jS7od4bkLmdrSHyl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”463″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მოზარდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს