Logo

1500-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
848
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 753 370 (+1460) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.12.24-მდე: ტანკები – 9519 (+5), ჯავშანტექნიკა – 19 571 (+36), საარტილერიო სისტემები – 21 058 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1023 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20 071 (+29), ფრთოსანი რაკეტები – 2857 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30 965 (+17), სპეციალური ტექნიკა – 3635 (+2).

Advertisement