Logo

1500-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
1221
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 755940 (+1350) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.12.24-მდე: ტანკები – 9524 (+5), ჯავშანტექნიკა – 19596 (+7), საარტილერიო სისტემები – 21064 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1023 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20107 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 2859 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31037 (+48), სპეციალური ტექნიკა – 3637 (+1).

9 დეკემბერს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 700 ათასი ერთეული ცოცხალი ძალა და ასევე დახარჯა 200 მილიარდ დოლარზე მეტი.

Advertisement