Logo

1500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
19.12.2024 / 10:31
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 768 220 (+1530) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.12.24-მდე: ტანკები – 9576 (+5), ჯავშანტექნიკა – 19 799 (+27), საარტილერიო სისტემები – 21 178 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1026 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20 521 (+51), ფრთოსანი რაკეტები – 2943 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31 678 (+68), სპეციალური ტექნიკა – 3656 (+4).

Advertisement