Logo

17-20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
172
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები