Logo

17 დაღუპული და 32 დაშავებული – კოსტიანტინივკაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა

უკრაინა
1472
Frontnews image description

რუსმა ტერორისტებმა დღეს კიდევ ერთხელ განახორციელეს სარაკეტო შეტევა დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკაზე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

 

“კოსტიანტინივკაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. რუსების დღევანდელი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა”, – განაცხადა კლიმენკომ.

 

ბოლო დღეებში დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკა მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. 5 სექტემბერს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement