
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. დონფრიდი ჯერ ბაქოში ჩავა, 17 ივნისს კი საქართველოს ესტუმრება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით დაგეგმილ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კარენ დონფრიდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სხვა ოფიციალურ პირებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერევანში გაემგზავრება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს