17 ტანკი, 1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 352 390 (+1040) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.12.2023-მდე: ტანკები – 5854 (+17), ჯავშანტექნიკა – 10871 (+28), საარტილერიო სისტემები – 8286 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 932 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 611 (+0), თვითმფრინავები – 324 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6384 (+19), ფრთოსანი რაკეტები – 1613 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10995 (+51), სპეციალური ტექნიკა – 1223 (+6).
