
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.
თბილისში 10 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს