Logo

1700-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
28.12.2024 / 10:46
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 784 200 (+1690) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.12.24-მდე: ტანკები – 9651 (+7), ჯავშანტექნიკა – 19 970 (+19), საარტილერიო სისტემები – 21 408 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1032 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 21 013 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 3003 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 32 328 (+66), სპეციალური ტექნიკა – 3668 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები