18:00 საათიდან პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 18:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უსაფრთხოების დამატებითი ზომებით დადგენილი შეზღუდვები არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.
“8 ნოემბერს, 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
პარლამენტი




