Logo

18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდება

პოლიტიკა
17.05.2024 / 22:52
Frontnews image description

18 მაისს, 13.00 საათზე, რუსთავში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

 

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.  შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

 

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები