19 და 20 სექტემბერს Vodkast Records 10 წლის იუბილეს ნეკრესში აღნიშნავს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO


ავტორი
Front News საქართველო
Vodkast Records, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა დიჯეებისთვის და მუსიკოსებისთვის და აერთიანებს ფირფიტებისა და აუდიო მაღაზიას, ივენთების სერიას, მუსიკალურ ლეიბლს და დიჯეი პოდკასტს 19 და 20 სექტემბერს, 10 წლის იუბილეს ნეკრესში (კახეთი) აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია სპეციალური, დაბადების დღის მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ვოდკასტის დიჯეები და მათი ადგილობრივი და უცხოელი მეგობრები უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ შეფების მიერ მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძები, ლამაზი ბუნება და სასიამოვნო ატმოსფერო.
19 და 20 სექტემბრის Line Up ასე გამოიყურება:
3AM
3RD SOUL
BOYA
DEKA
DJ ASTROBEE
ERICSSON
FABRIZIO MAMMARELLA
GABRIEL PATÅS
IAMEA
KETO
MARTIN GILLESHØJ
MEMOTECH
NIKA J
NINASUPSA
PASTORIUS_X
PAYAM PARVIZI
SANDRO JORBENADZE
TOMMA
TRYM SØVDSNES
VAKHO
ZURKIN
ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ბილეთების SOLO ბარათით შეძენისას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
იმისათვის, რომ შეიძინოთ ბილეთი, უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია. მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ tkt.ge-ს. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ვერიფიცირებული სტუმრები შეძლებენ ბილეთების შეძენას. ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2 ბილეთის ყიდვა შეუძლია.
(R)
თაგები:
SOLO

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს