19 საარტილერიო სისტემა, 123 დრონი, 1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 010 390 (+1060) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.06.25-მდე: ტანკები – 10 955 (+1), ჯავშანტექნიკა – 22 865 (+5), საარტილერიო სისტემები – 29393 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1421 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1188 (+0), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 41422 (+123), ფრთოსანი რაკეტები – 3369 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 52617 (+116), სპეციალური ტექნიკა – 3916 (+0).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 20 ივნისს ფრონტზე 157 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ინტენსიური შეტაკებები პოკროვსკის მიმართულებით იყო. იქ მტერმა თავდაცვის ძალების პოზიციებს 47-ჯერ შეუტია.
ამავდროულად, ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს არ შეუძლია აღმოსავლეთ უკრაინაში გარღვევის მიღწევა. მან აღნიშნა, რომ რუსები უმნიშვნელო პროგრესს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებით ანაზღაურებენ.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს