Logo

2-დან 5 ივნისის ჩათვლით ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

Frontnews image description

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური სამუშაოები.

"კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები