2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დაიკეტება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე დაიკეტება.
“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველების და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გელათი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს