Logo

2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 50-მდე დრონი და 6500 ოკუპანტი: რუსეთის დანაკარგები ერთ კვირაში

უკრაინა
980
Frontnews image description

ერთი კვირის განმავლობაში, 6 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, უკრაინელმა სამხედროებმა 6490 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხეს ორი თვითმფრინავის, ორი ვერტმფრენის, 49 უპილოტო საფრენი აპარატის და 61 რაკეტის განადგურება, – ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი სოციალურ ქსელში წერს.

 

რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა 06.02-12.02 დაახლოებით შეადგინა: პირადი შემადგენლობა – 6490 ადამიანი, ტანკები – 60, ჯავშანტექნიკა – 83, საარტილერიო სისტემები – 61, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 5.    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 7, თვითმფრინავი – 2, ვერტმფრენი – 2, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 49, ფრთოსანი რაკეტები – 61. მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – +0.                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 57, სპეციალური ტექნიკა – 12.

Advertisement