Logo

2 ვერტმფრენი, 13 საარტილერიო სისტემა, 670 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
800
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 219 170 (+670) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.06.2023-მდე: ტანკები – 3984 (+7), ჯავშანტექნიკა – 7729 (+23), საარტილერიო სისტემები – 3847 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 610 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 364 (+0), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 304 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3371 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 1211 (+12). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6571 (+14), სპეციალური ტექნიკა – 522 (+2).

Advertisement