
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.
22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს