
ავტორი
Front News საქართველო
20 ივნისის დაზარალებულები ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ.
დაზარალებულები მედიატორებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, რომ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.
"ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მედიატორებს, რომელთა შექმნილი მედიაციის დოკუმენტი არის საფუძველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტების, დაგვეხმარონ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში. რეალურად, ეს კანონპროექტები 20 ივნისის მშვიდობიან დემონსტრანტებს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ ალბათ აღარ შეგვეძლება საქმეების გაგრძელება სტრასბურგში და თბილისში იმიტომ, რომ ძირითადი საქმეები არის აღძრული უფლებამოსილების მუხლზე, რომლითაც საყოველთაო ამნისტია ვრცელდება", – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს