Logo

20 ივნისის ღამეს დაზარალებულები ახალ საპროტესტო აქციებს იწყებენ

საზოგადოება
780
Frontnews image description

"არა 20 ივნისის ამნისტიას" – ე.წ გავრილოვის ღამის დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციებს იწყებენ. პირველი შეკრება რუსთაველის გამზირზე, ხვალაა დაანონსებული. ისინი 20 ივნისის ამნისტიას, ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ.

"ვინ გასცემს პასუხს ლეთოდიანს, ვინ გასცემს პასუხს მაკო გომურს და დავით ქურდოვანიძეს. რატომ გვესროლეს, ასე რატომ გაგვიმეტეს ქართველები. თავშეკავებისკენ მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა, პარლამენტში შევიდა და ვითომ ჩვენს სასიკეთოდ და ქვეყნის სასიკეთოდ კარგს აკეთებს. ძალიან ცდებით, ქვეყნის სასიკეთოდ კარგი არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, დაველოდებით თქვენგან საჭირო რეაგირებას", – განაცხადა 20 ივნისის დაზარალებულმა გიორგი სულაშვილმა.

20-21 ივნისს  დაზარალებულები პარლამენტთან 27 აპრილსაც შეიკრიბებიან, როცა "ქართული ოცნება" კანონპროექტს ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

თაგები:

Advertisement