“20 მარტს ვაპირებთ ძალიან მასშტაბურ აქციას”


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია 20 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
"ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია ჩვენი პარტიისთვის, ამიტომ ჩვენ, 20 მარტს ვაპირებთ ძალიან მასშტაბურ აქციას. ეს აქცია იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეებისა ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული და კრიმინალური აქტის დამგეგმავი. ეს იყო ჩვენი მსჯელობის ძირითადი თემა, გვაქვს ერთიანი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრები გვქონდეს. რა თქმა უნდა ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ოპოზციის ერთობა გადამწყვეტი და სასიცოხლოა"-განაცხადა დეკანოიძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა ახლახანს დასრულდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს