20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელ ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
24 ნოემბერს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რომელმაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს