
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას“.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება ნატოსთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება.
"როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატოსთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა მინისტრმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს