2022 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა არაუმეტესს 37 ათასი პირით განისაზღვრება


ავტორი
Front News საქართველო
2022 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა არაუმეტესს 37 ათასი პირით განისაზღვრება. აღნიშნული საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მსგავსად 2020 და 2021 წლებისა, თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა უცვლელი რჩება.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს საქართველოს მთავრობის მხრიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, ყოველწლიურად წარედგინება თავდაცვის ძალების რაოდენობის განსაზღვრის საკითხი, რომელსაც პარლამენტი დადგენილების ფორმით ამტკიცებს.
კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით გაეცნენ.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
თაგები:
კომიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს