2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში


ავტორი
Front News საქართველო
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, სხვა სახელმწიფო უწყებათა მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სამაგისტრო პროგრამაზე მობილობით მიღების კრიტერიუმებს;
სტუდენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები;
რომლებიც წარმოადგენენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს – აკადემიური მოსწრების ცნობას;
✔ თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი
✔ უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი
✔ სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა – 20 მისაღები ადგილი
კონკურსზე დაშვებულ კანდიდატებთან ჩატარდება მისაღები გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება).
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა