
ავტორი
Front News საქართველო
2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ და ვიცით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კუჭავას თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციურ გეგმას ერთობლივი მუშაობა სჭირდება და ეს მიზანი მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ ვერ იქნება მიღწეული.
"ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი, ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს პარლამენტი, სადაც 150 წევრია. უცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც შეგვიძლია ყველა გავერთიანდეთ, არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობა", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს