Logo

21-25 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 

 

23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

 

თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები