21 დეკემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს

ავტორი
Front News საქართველო
21 დეკემბერს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამჟამად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.





