Logo

21 საარტილერიო სისტემა და 490 ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
788
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 246190 (+490) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.07.2023-მდე: ტანკები – 4211 (+6), ჯავშანტექნიკა – 8188 (+10), საარტილერიო სისტემები – 4816 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 699 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 460 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 311 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4017 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 1347 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7292 (+17), სპეციალური ტექნიკა – 715 (+4).

Advertisement