21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

ავტორი
Front News საქართველო
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
ეკლესია იოაკიმეს და ანას ღმრთის მშობლებს უწოდებს, როგორც იესო ქრისტეს ხორციელ წინაპრებს. მიჩნეულია, რომ მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
თაგები:
ეკლესია




