
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს