Logo

22 წლის თედო აბრამოვი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამართალი
195
Frontnews image description

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციების მონაწილე 22 წლის თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.

პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. 

Advertisement