23 ივლისი საინჟინრო გვარეობის დღეა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება “დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა.
სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს საინჟინრო მხარდაჭერის კუთხით ქვედანაყოფების მომზადებისა და საშტაბო დაგეგმარების პროცესის დონის ამაღლება წარმოადგენდა. წვრთნებში ჩართულმა პირადმა შემადგენლობამ თეორიულად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღისა და ღამის პირობებში პრაქტიკული სავარჯიშოებით დახვეწეს.
წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მიმდინარეობას დააკვირდნენ. ქვედანაყოფები საინჟინრო დაზვერვის, დანაღმული ველების მომზადების, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობის, გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ორგანიზების ოპერაციებს კოორდინირებულად ახორციელებდნენ. სწავლების პროცესში ყურადღება ძირითადად მობილურობისა და კონტრმობილურობის ოპერაციებზე იყო გამახვილებული.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს