
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველების პროტესტს ეხმაურება.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით 23 მაისს დაგეგმილი აქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტის გაუთავებელი გარჩევები და "აბსოლუტური ჭეშმარიტების" ტელეეკრანებიდან დემონსტრირება ხალხთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, ჩატეხილი ხიდის პირობებში.
ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის – პატრიოტიზმი, სიბრძნე, სიდინჯე, სიყვარული. არ დანებდა და არ გაიყიდა, თავი არ გამოაყენებინა და არ წამოეგო.
იყო მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ დამთავრდა. ვცდებოდი.
მათ აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით…", – წერს ხუხაშვილი.
რიონის ხეობაში პროტესტი 203-ე დღეა გრძელდება. ხეობის მცველები 23 მაისს, თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს