Logo

“23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს, ივანიშვილმა დაამყარა საბჭოთა დიქტატურა, რუსული ჯიშის ოლიგარქია”

საზოგადოება
608
Frontnews image description

დღეს გაფორმდა საბჭოთა დიქტატურა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს, ივანიშვილმა დაამყარა საბჭოთა დიქტატურა, რუსული ჯიშის ოლიგარქია, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა და რაც არ უნდა მოხდეს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ნიკას პატიმრობა გააძლიერებს, პატიმრობა არ კლავს. ამით ივანიშვილმა თავის თავს გამოუტანა დღეს განაჩენი, ის ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იცხოვრებს", – განაცხადა უგულავამ.

სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს "წიწაკის სპრეი" და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
 

თაგები:

Advertisement