24-25 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
საზოგადოება
24.04.2022 / 09:25


ავტორი
Front News საქართველო
24 და 25 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;
ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ “დელისიდან“;
ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ “სარაჯიშვილიდან“;
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;
ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.
