Logo

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

უკრაინა
24.08.2024 / 10:51
640
Frontnews image description

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 33 წლისთავს აღნიშნავს.

1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის უმაღლესმა რადამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

დამოუკიდებლობის აქტი გაამყარა 1 დეკემბერს ჩატარებულმა რეფერენდუმმა, როდესაც უკრაინელების 90%-ზე მეტმა უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მეორე დღეს უკრაინის დამოუკიდებლობა კანადამ და პოლონეთმა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა აღიარეს.

გარდა ამისა, დღეს, 24 აგვისტოს, ზუსტად 30 თვე გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

თაგები:

უკრაინა
Advertisement