24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
22 მარტს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში რამდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრში Crocus City Hall-ში შეიჭრა და სროლა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სროლას 133 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, თუმცა მომხდარიდან მალევე რუსმა პროპაგანდისტებმა უკრაინა დაადანაშაულეს.
საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მომხდართან უკრაინის კავშირის ნიშნები არ ჩანს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ კი ტერაქტს პუტინის მითითებით რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი და მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.
მომხდართან კავშირში უკრაინა პუტინმაც ახსენა.
“რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას შემდეგი. იპოვეს და დააკავეს ტერაქტის ოთხივე უშუალო დამნაშავე, ყველა, ვინც ესროლა და მოკლა ადამიანები. მათ დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარემ მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტების მთელი თანამზრახველი ბაზის იდენტიფიცირებასა და გამოვლენაზე: მათ, ვინც მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, დასახა დანაშაულის ადგილიდან გაქცევის გზები, მოამზადა სათავსები, იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მომხდარს ტერაქტის მუხლით იძიებს.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს