24 მარტს ზელენსკი ნატო-ს მიმართავს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი 24 მარტს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
“უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა ფორმით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. სულ მცირე ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი – სრული ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.
24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




