24 საათში კორონავირუსით საქართველოში 65 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 321 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.69%
თაგები:
კორონავირუსი




