24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 211 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%
თაგები:





