Logo

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
1155
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები