Logo

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
439
Frontnews image description

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 808 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 498 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე   

თაგები:

Advertisement