24 საათში საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 468 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.61%
თაგები:





